ბირთვული შეთანხმების ბედი

ირანის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მსოფლიოს ახალი საფიქრალი გაუჩინა.

აშშ-ის შემდეგ თეირანს ურთიერთობა დაეძაბა ევროპის ქვეყნებთანაც. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია შემაკავებელი ზომებით ცდილობენ, ირანი მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ 2015 წელს ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებაში დააბრუნონ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აიძულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანის მიმართ სანქციები შესაძლოა ევროპამაც აამოქმედოს. პარალელურად დღის წესრიგში დგება ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის დროს მიღებული ირანის ბირთვული შეთანხმების გადახედვის საკითხი. ამ ინიციატივით დიდი ბრიტანეთი დონალდ ტრამპს მიმართავს, რომელიც შეთანხმებას მუდმივად მწვავედ აკრიტიკებდა და 2018 წელს დატოვა კიდეც. მოსალოდნელი სანქციების ფონზე მწვავდება თეირანის რიტორიკა.

ირანიდან დღეს ევროპის ქვეყნებსაც დაემუქრნენ.

დატოვე კომენტარი