ბირთვული მასალის საქმეზე დაკავებულთა პროცესი

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობის საქმეზე პროცესი უნდა დაიწყოს. მხარეები ჩინეთის სამი მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარე მათ დაკავებას მოითხოვს. ჩინეთის მოქალაქეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. ადვოკატების განმარტებით, დაკავებულები თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ.