ბირთვული მასალის საქმეზე დაკავებულთა პროცესი
ურანის უკანონო შეძენის მცდელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ადვოკატები კი მათ გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.