„ბირჟა მაფიის“ ერთ-ერთი წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

ბირჟა მაფიის ერთ-ერთი წევრის გიორგი ქებურიას მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. როგორც ქებურიას უფლებების დამცველმა განმარტა, დაცვის მხარემ პროკურატურას პირის უდანაშაულობის თაობაზე სხვადასხვა მტკიცებულება წარუდგინა, მათ შორის ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ქებურია პოლიციელებს დაკავებისას ადგილზე არ გაუჩხრეკიათ. როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავების დროს პროცესუალური დარღვევები იყო, შედეგად პროკურატურამ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებოდა. მოტივად, ბრალდებული იმ კლიპს ასახლებდა, რომელშიც პოლიციელები იყვნენ გაშარჟებულები.