საქართველოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა, რომლის მიზანი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა და გარემოსდაცვით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა იყო. ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, ახალგაზრდები და გარემოსდაცვითი სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. გაიმართა ფოტოკონკურსის „საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში“ გამარჯვებულების დაჯილდოებაც. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 22 მაისს აღინიშნება.