ბიომრავალფეროვნების დაცვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბიომრავალფეროვნების გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების მიმდინარეობაზე, სამომავლო მიზნებსა და ქმედებებზე იმსჯელეს.

სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ პროექტს, რასაც ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კონსერვაციის მიზნების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს.