ბინის გადაცემა
ნინუების ხუთსულიანი ოჯახი „თბილისობას“ ახალ სახლში შეხვდება. 23-წლიანი ქირით ცხოვრების შემდეგ, ნინუებს სამგორის რაიონში ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამოთახიანი ბინა თბილისის მერიის „უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცათ.
ახალმოსახლეებს პირადად მიულოცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. ცნობისთვის, ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, იმ 400 ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც სტატუსი 2022 წლამდე მიენიჭათ.