„მომდევნო კვირებში ვაშინგტონში ჩავა და დონალდ ტრამპს შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრი“ , – ამის შესახებ CNN-ს ისრაელის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. წყაროს ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს, ირანის ბირთვულ პროგრამას და მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეომიმართვაც და დონალდ ტრაპს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყნის ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება.