ბინების მშენებლობა დევნილი ოჯახებისთვის
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4ხ ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. მათი განსახლება მომავალ წელსაა დაგეგმილი. გეგმაშია სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 90 მილიონ ლარამდეა. წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1 614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში ცოტა ხნის წინ განსახლდა. ამ ეტაპზე რუსთავის პარალელურად, საცხოვრებელი კომპლექსები სამ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.