კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად. მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა გადასცა. ბოლო რვა წლის განმავლობაში ამ პროგრამით უკვე სამი ათასზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. ისინი საცხოვრებელი ფართების დაკანონებას სხვადასხვა მიზეზის გამო დღემდე ვერ ახერხებდნენ.