ბინების გადაცემა დევნილი ოჯახებისთვის

ჯანდაცვის მინისტრმა წყალტუბოში 140 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცა. ღონისძიება ახალი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაიმართა, სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება დევნილების პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა.

წლის ბოლომდე ბინების გადაცემა კიდევ 1020 ოჯახისთვის იგეგმება.