ბინების გადაცემა დევნილი ოჯახებისთვის

ქუთაისში, ნგრევად შენობებში მცხოვრები 60 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა და იმერეთის გუბერნატორმა გადასცეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში,  იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევად ობიექტი უკვე დაიხურა.  2021 წელს, ახალ საცხოვრებელს დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.

მოამბე