ბინების გადაცემა

რუსთავში წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 26 ოჯახს გადაეცა. საქართველოს მთავრობამ წლების განმავლობაში დაკავებული ფართები ამჯერად ტერენტი გრანელის ქუჩაზე, მე-6 მიკრო რაიონსა და დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ 26 ოჯახს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ 26 ოჯახს, ბინის კანონიერი მფლობელობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერის მოადგილეებმა გააცნეს.