ბინების გადაცემა

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 400 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.

აღნიშნული ოჯახების სია, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა და თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 30%-ით გაიზარდა.