ბინების გადაცემა

15:33, 22.09.2026

ბინების გადაცემა ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახები ახალ საცხოვრებლებს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 კორპუსისგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მასში სრულად გარემონტებული ბინები 1 700-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა. მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს – საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 2 ქალაქში – რუსთავსა და ბორჯომში შენდება.

მსგავსი