ბინების გადაცემა
ზუგდიდში, ახლადაშენებულ 7 კორპუსში ბინები 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. მშენებლობა 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარს აჭარბებს. იგეგმება გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაც – საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა. დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები ზუგდიდის პარალელურად, თბილისში, რუსთავსა და ბორჯომშიც შენდება.