ბინების გადაცემა

15:16, 16.09.2025

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ახალი ბინები გადაეცა. ოჯახებს ბინების გასაღებები სიმბოლურად, საქართველოს პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა გადასცეს. ღონისძიება  საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე  გაიმართა.
720 დევნილ ოჯახზე გათვლილი სამი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“  განახორციელა.     საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.

მსგავსი