ბინების გადაცემა

15:26, 12.09.2025

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, კიდევ რამდენიმე ოჯახს დაუკანონდა. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა დღეს თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს გადაეცა. აღნიშნული პროგრამით, 3 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე ისარგებლა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლებია ცხოვრობენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხდება.

მსგავსი