ბინების გადაცემა

იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. მათი სია სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი ბოლო წლებში განსაკუთრებით მასშტაბური გახდა. 2025 წლის ბიუჯეტში დევნილი ოჯახებისთვის სახლების შესყიდვის მიზნით 70 მილიონ ლარამდე გამოიყო. მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა.