ბინები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის

12:23, 14.11.2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში ეკომიგრანტ ოჯახებს ახალ, 121-ბინიან სოციალურ სახლში ბინები გადაეცათ. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტი ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

ზურაბ პატარაძემ თედორაძეების მრავალშვილიან ეკომიგრანტ ოჯახს სიმბოლური გასაღები გადასცა. ბინები ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით განაწილდა. პროექტის ღირებულება 14 მილიონ 600 ათას ლარზე მეტია. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

მსგავსი