საცხორვებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა. თბილისის მცხოვრებლებს, რომლებიც საკუთრების კანონიერი უფლების მიღებას წლებია ვერ ახერხებდნენ, შესაბამისი მოწმობები თბილისის მერმა გადასცა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტში საკუთრების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, მათი დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გაწერილია კრიტერიუმებიც. მთავარია, რომ დაკავებულ ფართში განმცხადებელი მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდეს და ეს ფაქტი დასტურდებოდეს. პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
რა პროცედურების გავლაა საჭირო ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონებისთვის? გვანცა ცისკაძის რეპორტაჟი #მოამბე