ბინები სამხედრო მოსამსახურეებისთვის

თავდაცვის მინისტრი ვარკეთილში აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესს გაეცნო.

წლის ბოლოს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში და გორში ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. გათვალისწინებულია კორპუსების უზრუნველყოფა ლიფტებით, შესასვლელი რკინის კარით, ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელით და წყალმომარაგებით. ასევე, მოხდება საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული პანდუსების მოწყობა. თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან მიმდინარეობს.