ბინები კოოპერატიული მშენებლობით დაზარალებულებისთვის 

21:35, 20.07.2026

მრავალწლიანი ლოდინის დასასრული.

საცხოვრებელი ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა მიიღო. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც 90-იან წლებში კოოპერატიულ გაერთიანებებში ბინების შესაძენად სოლიდური თანხები შეიტანეს, თუმცა სამშენებლო სამუშაოები მალევე შეწყდა. 60-მდე ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში მოხდა – დაზარალებულებისთვის სამშენებლო კომპანიამ საცხოვრებელი კორპუსი დიდ დიღომში ააშენა. ჯამში ათეულობით ათასი ოჯახია დაზარალებული, რომელთაგან 2 500-ზე მეტს ბინები უკვე გადასცეს. დარჩენილი ოჯახების დაკმაყოფილება წლის ბოლომდე ეტაპობრივად იგეგმება. მრავალწლიანი პრობლემის მოგვარების და ათასობით დაზარალებულის ბინებით უზრუნველყოფის პროცესში დედაქალაქის მთავრობასთან ერთად ქონების მართვის სააგენტოა ჩართული.

მსგავსი