ბინები კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის 

21:44, 24.02.2026

30 წლის შემდეგ მიღებული ბინები.

საცხოვრებელი ფართები კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულის სტატუსის მქონე 60 ოჯახს გადაეცა. მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში იყვნენ, დღეიდან დიდ დიღომში, სრულიად ახალ კორპუსში იცხოვრებენ. თბილისის მერიამ კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების ახალი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამა წლების წინ დაიწყო. ამ სტატუსის მქონე 3500 ოჯახიდან 2500 საცხოვრებლით უკვე დაკმაყოფილდა.

მსგავსი