ბინები დევნილი ოჯახებისთვის

22 დევნილ ოჯახს მარნეულში ბინა გადაეცა. საცხოვრებელი მათ ახალაშენებულ კორპუსში მიიღეს. 22 ბინიდან 4 ერთოთახიანია, 10 ოროთახიანი, 8 კი სამოთახიანია. ამ ეტაპზე, ბინები იმ ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც, სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ.

სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. 2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს.