ბინები დევნილებისთვის

274 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა გადასცეს. ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. დამატებით 111 ბინა, ქუთაისში მიმდინარე წლის ბოლომდე განაწილდება.