ბინადრობის ნებართვა IT სფეროში დასაქმებული პირებისთვის

21:39, 03.06.2025

საქართველოში ბინადრობის უფლებით, აიტი სექტორში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისარგებლებენ. პარლამენტში ინფიცირებული ცვლილებების მიზანი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში დასაქმებული პროფესიონალი კადრების საქართველოთი დაინტერესება და ქვეყნის ტექნოლოგიური ჰაბად გარდაქმნის ხელშეწყობაა. მთავარი აქცენტი სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით შემოსავლების გენერირებაზე კეთდება. სპეციალურ ნებართვას ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. განსაზღვრულია კონკრეტული კრიტერიუმებიც. ბინადრობის უფლებით ისარგებლებს ის უცხოელი და შრომითი მიგრანტი, ვინც ქვეყანაში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმედ და აიტი სექტორში საქმიანობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება გააჩნია.

კიდევ რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ საქართველოში ბინადრობის უფლების მსურველ უცხოელ აიტი სპეციალისტებს და როგორ აფასებს სექტორი დაანონსებულ ცვლილებებს – რეზი ხუციშვილის რეპორტაჟი #მოამბე

მსგავსი