ბილეთები.ჯი განცხადებას ავრცელებს

კომპანია ბილეთები.ჯი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ბლოკავს ყველა მათ მოთხოვნას, ჩატარდეს სახელმწიფო ექსპერტიზა საბილეთო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე.

როგორც ბილეთები.ჯის დირექტორი, დავით მიზანდარი აცხადებს, კომპანია ყველა შესაბამის მოთხოვნას აკმაყოფილებდა და სხვა კომპანიის გამარჯვება შესაძლებელია უკავშირდებოდეს კორუფციულ გარიგებას.

ბილეთები.ჯის დამფუძნებლის მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს ნეიტრალური ექსპერტიზა და დადგინდეს თუ რამდენად შეესაბამება გამარჯვებული კომპანიის მიერ დანერგილი პლატფორმები სატენდერო წინადადებას.

საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო.