ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე დღეს 91 წლის გახდებოდა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიტორს ქართული კინოსთვის შექმნილმა სიმღერებმა მოუტანა.
ბიძინა კვერნაძემ მუსიკალურად ოცდაათზე მეტი ქართული ფილმი გააფორმა. ბიძინა კვერნაძემ ჯანსუღ კახიძესთან ერთად შექმნა მუსიკა მრავალსერიანი ფილმისთვის „დათა თუთაშხია“.
1985 წელს კინომუსიკისთვის და ოპერისთვის „იყო მერვესა წელსა“ კომპოზიტორს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
2003 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
ბიძინა კვერნაძე 2010 წელს გარდაიცვალა.