შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ სასამართლო დავა მოუგო ბიძინა ივანიშვილმა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა ცოტახნის წინ გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს. სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი. ძალაში დარჩა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.