ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს სასამართლო დავა ლონდონშიც მოუგო

21:40, 24.11.2025

რვა წლიანი სასამართლო დავა დასრულებულია.

ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის უმსხვილეს ბანკს „კრედიტ სუისს“ დავა მესამე, საბოლოო ინსტანციაშიც მოუგო. ლონდონის უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც თბილისის დროით 15:00 საათზე გამოქვეყნდა, ერთხმად უარყო ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი. უმაღლესმა ინსტანციამ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა. საუბარია ასეულობით მილიონ დოლარზე. ბიძინა ივანიშვილმა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პირადი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი პერსონალური ანგარიშიდან თანხას ჰპარავდა. თაღლითობის ფაქტი აღიარა თავად ლესკადრონმაც. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე თანხის დასაბრუნებლად 2017 წლიდან დავობს. 607 და 743 მილიონი დოლარი ეს არის თანხა, რომლის გადახდაც ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, შვეიცარიული ბანკს ბერმუდის და სინგაპურის სასამართლოებმა დააკისრეს. თუმცა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს თანხა ამ დრომდე არ მიუღია.

პოლიტიკურ ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს ივანიშვილის ინტერესების დამცველი, რომელსაც წინა შემთხვევების მსგავსად, თანხის დაბრუნების მოლოდინი არც ახლა აქვს —–  მაკა ლაშხია მუშაობს  თემაზე.

მსგავსი