ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს დავა მესამე ინსტანციაშიც მოუგო

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს დავა მესამე ინსტანციაშიც მოუგო. ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოების შემდეგ, შვეიცარიის უმსხვილეს ბანკს, ბიძინა ივანიშვილმა საბოლოო ინსტანციაშიც მოუგო. ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად უარყო ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, Cs Lifes -ის საჩივარი. უმაღლესმა ინსტანციამ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა. აღნიშნული საკითხი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ივანიშვილი ფულს იქამდე ვერ მიიღებს, სანამ ხალხს ევროპულ გზას არ დაუბრუნებს. გახარიას პარტიაში უკვირთ, თუ რატომ არის ხელისუფლება დაინტერესებული კერძო პირის კერძო დავით. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ივანიშვილს ებრძვიან მისი გადაწყვეტილებების გამო და ამიტომ არ აძლევენ თანხებზე წვდომას.