ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა Credit Suisse-თან

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა „კრედიტ სუისთან“ გრძლება. საბანკო ჯგუფის დარღვევებით დაინტერესების მოთხოვნით, მისი ადვოკატები შვეიცარიის პარლამენტსა და საფინანსო საზედამხედველო ორგანოს მიმართავენ. ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, „კრედიტ სუისი“ არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი, სწორედ ამიტომ, ის დარღვევები და გადაცდომები, რასაც ადგილი აქვს ივანიშვილის საქმეზე, შვეიცარიული კანონმდებლობისა და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს.