ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ საქართველოს პირველ არხზე

ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც პოლიტიკაში მოვიდა და შემდეგ უკვე წასვლა გადაწყვიტა.

მისი თქმით, ის აღარ აპირებს გუნდისთვის კონსულტაციებისა და ასევე შენიშვნების მიცემას, წყვეტს საჯაროობას  და ეს, სავარაუდოდ, მისი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ იქნება. ბიძინა ივანიშვილმა მმართველობის რვა წელი შეაჯამა  და  განაცხადა, რომ გუნდს არ დაუშვია ისეთი უხეში შეცდომა, რომლითაც შესაძლოა, განვითარების პროცესი შეფერხებულიყო. მან ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რამ განაპირობა  2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. მისივე თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობდა და ამას ახლაც აგრძელებს.  ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციასა და სამომავლო პერსპექტივებზეც  ისაუბრა.

თამარ წიკლაური გაგვაცნობს პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილს გზავნილებს.

 

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან – „თავისუფალი ხედვა“