ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბოლო პერიოდის ყველა რეზონანსულ თემაზე საუბრობს.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირველად აფასებს საკუთარ გუნდში განვითარებულ პროცესებს, საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლას და მოსამართლეების არჩევის თემასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.

ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე ყოფილი თანაგუნდელების ნაბიჯი გაუგებარია და მათთან თავად აქვს კითხვები. საკმაოდ მწვავე და კრიტიკული იყო მმართველი პარტიის ლიდერი მაშინაც, როცა ის „ქართული ოცნებიდან“ გაცილებით ადრე წასულ ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრობდა.

ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა ახალ ოპოზიციურ მოძრაობასაც, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელები და თანამოაზრეები ერთიანდებიან.