ბიძინა ივანიშვილის გზავნილები - პოლიტიკური შეფასებები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ჟურნალისტებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად ბიძინა ივანიშვილმა ოთხი მედია-საშუალების კითხვებს უპასუხა. არჩევნებამდე ორი დღით ადრე მმართველი გუნდის ლიდერმა წინასაარჩევნო კამპანია და უკრაინულ ვებ-გვერდზე გუშინ გავრცელებული ის ფარული ჩანაწერი შეაფასა, რომლის ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე მის ლიკვიდაციაზე საუბრობს. ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ მმართველ პარტიას დესტრუქციული ძალა უწოდა.

რეზონანსული აღმოჩნდა ყოფილი პრემიერის განცხადების ის ნაწილიც, სადაც მან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი გააკრიტიკა.