ბიძინა ივანიშვილის განცხადება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს  წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარების აუცილებლობას და გმობს ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს. მისივე განმარტებით, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს.

ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციებს ნუ აჰყვებიან. „უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63 პროცენტსაც კი აჭარბებს.“- ნათქვამია განცხადებაში.

რა შეფასებები მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ანა ბროლაძე გვეტყვის.

დატოვე კომენტარი