ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება - შეფასებები 

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოპონენტების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს პანდემიის ფონზე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს ახსენებს და მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას თავს არიდებს.

რადიკალურად განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია, სადაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის როლზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და თქვეს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი სწორედ მისი დამსახურებაა.

ანა ბროლაძემ მოისმინა პოლიტიკური შეფასებები.