ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება

„საერთაშორისო მედიაკონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ იურიდიული კომპანიის, Metric law-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედიასივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრესრელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედიაპლატფორმაზე და სხვა მედიასაშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან. მოგვიანებით მედიაკონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედიაპლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციას განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს, გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს. მედიაკონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებას, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. “, – ნათქვამია განცხადებაში.