ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

21:10, 30.12.2023

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პოლიტიკაში პირადი კეთილდღეობისთვის დაბრუნდა. „გამოწვევა მიღებულია“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა დღეს მოღალატე უწოდა. უმრავლესობის წევრებისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სტაბილურობასა და წინსვლას ნიშნავს.

მსგავსი