ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

რისკებს სჭირდება გადაზღვევა, გაძლიერება, გამყარება, გუნდს კიდევ უფრო კონსოლიდაცია, აი, ამ როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურს საარჩევნო პროგნოზებზეც ჰკითხეს, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს.