ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, უკვე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში, ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ყრილობის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება, ასევე იქვე განმარტა, რომ არც პრემიერობის კანდიდატი იქნება.