ბიძინა გეგიძე მერაბ ბოლქვაძეს შეხვდა

დეპუტატი ბიძინა გეგიძე დედაქალაქის ახალი გენგეგმის ერთ-ერთ ავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდა. საუბრის თემა ქალაქში არსებული პრობლემური საკითხები და „სივრცითი მოწყობის შესახებ“ კანონის ამოქმედების გადავადება იყო.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მან კანონის ამოქმედების გადავადებას მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის თბილისის ინტრესებთან. დეპუტატის თქმით, მან საკუთარი პოზიცია გენგეგმის ავტორს გაუზიარა.