ბიძინა გეგიძე გამოკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს

15:13, 19.08.2019

პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

სუს-ში დღეს განაცხადეს, რომ ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.

გეგიძის განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

მსგავსი