ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დამტკიცებულია. დოკუმენტს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს დილით მოაწერა ხელი. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ გააკეთა.

გადაწყვეტილებას ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქცია.