ბიჭიკო პაიკიძის სასამართლო პროცესი

18:33, 18.11.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიჭიკო პაიკიძის და მასთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც დაკავებულებიდან ერთმა პირმა, კომპანიის დირექტორმა ვალერიან კვარაცხელიამ დანაშაული აღიარა და ის პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სხვა პირები დანაშაულს არ აღიარებენ. დაკავებულებსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე აქვთ ბრალი წარდგენილი. ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი თანხის – 4  მილიონ ლარზე მეტის მოტყუებით დაუფლებას, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად  აქვს წაყენებული. ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა 9 წლამდე ვადით ემუქრებათ.

მსგავსი