„ბიბისი“ საქართველოს, როგორც „კოვიდ-19“-თან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს, სტატიას უძღვნის - ქვეყნის ეპიდ-სურათი შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, საქართველოს მასშტაბით შიდა ავიარეისები უახლოეს პერიოდში აღდგება, საერთაშორისო ფრენების საკითხი კი ჯერ-ჯერობით, ღიად რჩება

ყოველდღიურად გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, დღემდე მოქმედი ბოლო შეზღუდვებიც იხსნება.

თითქმის ოთხთვიანი პარალიზების შემდეგ მუშაობის განახლების უფლება ეძლევათ დახურულ აუზებს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს. თუმცა, სამუშაო ნებართვის მოსაპოვებლად ობიექტებმა შემოწმება უნდა გაიარონ და წინასწარ შემუშავებული სტანდარტები დააკმაყოფილონ. მონიტორინგი ხვალიდან დაიწყება.

ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების კვალდაკვალ საქართველოს მიმართ საერთაშორისო მედიის ინტერესი სულ უფრო იზრდება. საქართველო, როგორც პანდემიის წინააღმდეგ წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, ამჯერად „ბიბისის“ ობიექტივში ხვდება.