„ბიაფი“ 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

ეროვნულ კინოცენტრში ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორებმა მედიას ფესტივალის პროგრამის ნაწილი და სიახლეები გააცნეს. წელს „ბიაფი“ 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, მაყურებელი მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 70-მდე საავტორო ფილმს სხვადასხვა საკონკურსო და არასაკონკურსო სექციაში იხილავს. გარდა ამისა, დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოფები და ინდუსტრიული შეხვედრები. ჩვენებები კინოთეატრაპოლოში“, ევროპის მოედანსა და პარტნიორი სასტუმროს საკონფერენციო დარბაზებში ჩატარდება.