ბეთლემში ქრისტეს შობას ზეიმობენ

შობას ზეიმობენ ბეთლემში.

ქრისტეს შობის ტაძარში ლიტურგია იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ჩაატარა. ბეთლემის ტაძარი იმ ადგილზე არის აგებული, სადაც ბიბლიის თანახმად მაცხოვარი იშვა.

საშობაო წირვა-ლოცვა ქრისტეს შობის ტაძარში დილამდე გაგრძელდა.

დღეს შობას აღნიშნავენ ის ეკლესიები, რომლებიც იულიანურ კალენდარზე რჩებიან. იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, შობის დღესასწაულს ზეიმობს სერბეთის, პოლონეთის, რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც.