„ბეთჰოვენი და მისი ეპოქა“ - 250 წელი დიდი გერმანელის დაბადებიდან
14:20, 17.02.2020
იუნესკო-მ 2020 წელი უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის წლად გამოაცხადა. კომპოზიტორის დაბადებიდან 250 წლის აღსანიშნავად, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მუსიკალური სასწავლებლების ახალგაზრდა პიანისტებმა და ვოკალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.